გადაცემაში „დღის პოსტი“ დუეტი „ლეონი“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც წყვილმა პირად ამბებზე ისაუბრა და სიმღერის პრემიერითაც წარდგა.
წყვილი უკვე 13 წელია ერთად არიან. ბავშვი მე-11 წელს შეეძინათ.
„ნოეს 11 წელი ველოდით, მაგრამ ღირდა ლოდინად. საოცრად თბილი ბავშვია და არ აპროტესტებს, რომ ყველგან ჩვენთან ერთად დადის, ახლა გასტროლზე წამოსვლაც უწევს საბერძნეთში“. – ჰყვება წყვილი.
გადაცემაში დუეტის შესრულებულმა სიმღერამ, შენი გული ჩემი გული ჯაჭვით არის გადაბმული, საზოგადოების მოწონება გამოიწვია და უამრავი დადებითი კომენტარი დაიმსახურა.
„ლამაზი ოჯახი“, „უსაყვარლესები ხართ“ – დუეტი „ლეონი“ შვილთან, პატარა ნოესთან ერთად ამღერდა
ვიდეო: ლევან წვერავამ ახალი ჯგუფის სახელით ჯემალ სეფიაშვილის ძველი სიმღერა გააცოცხლა