LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მალე თბილისს ეყოლება ევროპული ტიპის ვაგონები: ვარკეთილის მეტროსადგური ერთ-ერთი ულამაზესი იქნება

208
21686999-909228749231488-3044633043187637132-o

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სატრანსპორტო პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაწყებულია მეტროს განახლება, ასევე ვაგონების შესყიდვა.

“ძალიან მალე, თბილისს ეყოლება ახალი ევროპული ტიპის ვაგონები. მიმდინარეობს მეტროსადგურების რეაბილიტაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვესტიბიული და ქვედა ბაქანი მძიმე მდგომარეობაშია. ერთ-ერთია ვარკეთილის მეტროსადგური, რომელიც დიდ პრობლემას წამოადგენს”.

მისი თქმით, რამდენიმე კომპანიამ წარმოადგინა პროგრამა, რომლის მიხედვით უნდა გაკეთებულიყო რეაბილიტაცია. თუმცა მოწონება ვერ დაიმსახურა და ამიტომ მერმა დარგის სპეციალისტებს და დიზაინერებს მოუწოდა, რომ ვისაც აქვს სურვილი, ჩაერთონ კონკრეტული პროექტის განხორციელებაში.

“კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ამ დარგის სპეციალისტებს, რომ ხელი შეგვიწყონ, დაგვეხმარონ და დარწმუნებული ვარ ვარკეთილის მეტროსადგური იქნება ერთ-ერთი ულამაზესი და საუკეთესო”.

შეგახსენებთ, 2018 წლის 30 იანვარს ვარკეთილის მეტროსადგურზე ჭერი ჩამოინგრა. მაშინ რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მას  შემდეგ სადგურის რეაბილიტაცია არ განხორციელებულა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები