LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან ნაღვლიანი იყო, მე ხომ ვუყურებდი.. არაფერს ამბობდა, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ელექტროშოკი იყიდა“ – თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები საქმის დეტალებზე საუბრობენ

349
თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები

„ძალიან ნაღვლიანი იყო, მე ხომ ვუყურებდი, თითქოს რაღაც სტრესში იყო, ვიღაც ზემოდან ემუქრებოდა. ვეკითხებოდი, რა გჭირს, ის კი არ მიპასუხებდა, შედიოდა თავის ოთახში და ტიროდა..“, – ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მამამ განაცხადა და თქვა, რომ მომხდარ შემთხვევამდე მისმა შვილმა ელექტროშოკი იყიდა.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა შვილის გარდაცვალების საქმის ირგვლივ არსებულ დეტალებსა და გამოძიების შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

თქვა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სამუშაო კომპიუტერსა და მეხსიერების ბარათზე, რომელიც საგამოძიებო ორგანოებმა ამოიღეს, ინახება ისეთი ინფორმაციები, რომელმაც შესაძლოა ეს საქმე თავდაყირა დააყენოს:

„ძალიან ნაღვლიანი იყო, მე ხომ ვუყურებდი, თითქოს რაღაც სტრესში იყო, ვიღაც ზემოდან ემუქრებოდა. ვეკითხებოდი, რა გჭირს, ის კი არ მიპასუხებდა, შედიოდა თავის ოთახში და ტიროდა..

თამარ ბაჩალიაშვილი მამა: ჩემი შვილი „ქოლ-ცენტრის“ საქმეს შეეწირა, სუს-მა მო­მიკ­ლა

„გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ერთი თვით ადრე მი­თხრა, მე ვიცი, რომ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი კუ­რი­რებს ამ საქ­მე­სო. მამა, რა­ღა­ცას მი­ზა­მე­ნო ასე იძახ­და.“

რაში გჭირდება-მეთქი [ელექტროშოკი] ვეკითხებოდი, მითხრა, გეხვეწები, მამა მომეცი რა და მეც მივეცი..

ამბობდა, ძალიან მივქარე, მანდ რომ მივედი [ორგანიზაცია „ზეგ“, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა].. ადვილი არაა, მუშაობას თავი დავანებოო.

ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა და ეს ყველაფერი სამსახურის მხრიდან მოხდა. ვიცი, რომ „ფლეშკაში“ და კომპიუტერში საჯარო ინფორმაცია ჰქონდა, რომელსაც შეეძლო ეს საქმე თავდაყირა დაეყენებინა.

ამიტომ არც „ფლეშკა“ მომცეს და ახლა გამოდიან და კიდევ რაღაცებს ლაპარაკობენ.“– განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის მამამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 23 წლის პროგრამისტი, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 2020 წლის 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. რამდენიმე დღიანი ძებნის შემ­დეგ, თეთ­რი­წყა­როს ტყე­ში, იგი სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

„ტელეფონში ყველაფერი წაშლილია, აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება მკვლელობის მუხლით” – ბაჩალიაშვილის დედა

გა­მო­ძი­ე­ბის თანახმად, ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა, საქ­მე კი და­ი­ხუ­რა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ „შაბათის ფორმულასთან“ თვითმკვლელობის ვერსიაზე ეჭვი გამოთქვა, პროკურატურამ მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„სერგო შუბითიძეს თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონთან შემხებლობა არ ჰქონია” – პროკურორი

 

magti 5g