LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა – მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

147
unnamed

ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები კი საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

ამის შესახებ ინფორმაციას “თბილისის მერია” ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაზიანებულია სახურავები, სარეკლამო ბანერები, ასევე წაქცეულია ხეები.

“ძლიერი ქარის გამო, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

ძლიერმა ქარმა თბილისის რამდენიმე რაიონში პრობლემები შექმნა. სხვადასხვა მისამართზე დაზიანებულია სახურავები, სარეკლამო ბანერები. ასევე, წაქცეულია ხეები.

თბილისის გამგეობებისა და „ეკოსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ. ასევე, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები,”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები