LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა ითამაშოს პრეზიდენტმა მედიატორის როლი, როცა ცარიელი სკამებია – ზურაბიშვილი

71
სალომე 33

​ძალიან ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა შეასრულოს პრეზიდენტმა მედიატორის როლი, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ცარიელი სკამებია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და სტუმრებს მადლობა გადაუხადა.

“მე მესმის სხვადასხვა კუთხიდან წამოძახილები, რომ პრეზიდენტი რატომ არ თამაშობს მედიატორის როლს. მეც ვეთანხმები იმაში და ეს ნათქვამიც მაქვს ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის, რომ უთუოდ უნდა დადგეს დრო, როცა საქართველოს პრეზიდენტი და თვითონ საქართველო იქნება მედიატორი თავისი პოლიტიკური პროცესების და არ უნდა ვიყოთ მუდმივად მიბმული იმაზე, რომ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა გადაწყვიტონ და დაგვეხმარონ ამ პროცესებში.

მაგრამ ძალიან ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა ითამაშოს პრეზიდენტმა ეს მედიატორის როლი, როცა ცარიელი სკამებია,“ – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

ორბელიანების სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g