LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძვირფასო ინგა, მსოფლიოში არცერთი ქვეყანა, რუსეთის გარდა არ აღიარებს, რომ მე რაიმე სისხლის სამართლის დანაშაული ჩავიდინე, ძალიან გთხოვთ, ნუ ასხამთ წყალს რუსული რეჟიმის ლოგიკას“ – რას წერს სააკაშვილი

458
Untitled design

ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჟურ­ნა­ლისტ ინგა გრი­გო­ლი­ას მიერ ეთერ­ში დას­მულ კი­თხვას ეხ­მი­ა­ნე­ბა და ამის თა­ო­ბა­ზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

„დიდი მად­ლო­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მი­მარ­თვის ყვე­ლა ინი­ცი­ა­ტორ­სა და დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს. კი­დევ ერთხელ, ჩემი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა, სა­კუ­თარ თავ­ზე მე­ტად, ჩვე­ნი ხალ­ხის დახ­სნაა. მინ­და შე­ვახ­სე­ნო ყვე­ლას, რომ ძალა ერ­თო­ბა­შია და ჩვენ ძა­ლი­ან ბევ­რი ვართ. მე ერთ-ერთი თქვენ­გა­ნი ვარ, აქ ვარ თქვენ შო­რის და თქვენ­თან ერ­თად. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ!

P.S. და კი­დევ, ინგა გრი­გო­ლი­ამ დას­ვა კი­თხვა, კი მაგ­რამ, თუ პრე­ზი­დენ­ტმა და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, არ უნდა იჯ­დეს ცი­ხე­შიო? ძვირ­ფა­სო ინგა, მსოფ­ლი­ო­ში არ­ცერ­თი ქვე­ყა­ნა, რუ­სე­თის გარ­და არ აღი­ა­რებს, რომ მე რა­ი­მე სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ვი­დი­ნე, ყველ­გან ვმოგ­ზა­უ­რობ­დი და ყველ­გან მა­ღალ დო­ნე­ზე მი­ღებ­დნენ. არას­დროს არ­ცერთ სა­ზღვარ­ზე არ შე­ვუ­ყოვ­ნე­ბი­ვარ. ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უმ­რავ­ლე­სო­ბაც გა­მო­კი­თხვე­ბით ამ­ბობს, რომ პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი ვარ.

ძა­ლი­ან გთხოვთ, ნუ ას­ხამთ წყალს რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის ლო­გი­კას. სხვა მხრივ, დიდი მად­ლო­ბა ჩემი სა­კი­თხის გა­შუ­ქე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის ტრი­ბუ­ნის მი­ცე­მის­თვის,“ – წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები