LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,პანიკა სრულიად ზედმეტია” – ებრაელი ვირუსოლოგი მსოფლიოს ლიდერებს ხალხის დამშვიდებისაკენ მოუწოდებს

45543
90751579-204490514141650-4422070470803718144-n

,,ადამიანები პანიკაში არიან. ისინი ფიქრობენ, რომ ყველა დაიხოცება, არადა ინფიცირებულების უმეტესობა კორონავირუსს უსიმპტომოდ გადაიტანს” – ამბობს ებრაელი  წამყვანი ვირუსოლოგი, პროფესორი ჯიად ბიშარა, რომელსაც ვირუსებთან ბრძოლის 30 წლიანი სტაჟი აქვს.

პროფესორი მსოფლიო ლიდერებს მოსახლეობის დამშვიდებისაკენ მოუწოდებს. ,,პანიკა სრულიად ზედმეტია. რასაკვირველია ის ზომები, რომლებიც ჩვენმა (ისრაელის) და სხვა ქვეყნების მთავრობებმა მიიღეს, ძალიან მნიშვნელოვანია და საჭირო, თუმცა ეს ვირუსი ჰაერში არ ცირკულირებს და ჰაერით არ გადადის. იმ ადამიანების უმეტესობა, ვისაც კორონავირუსი აქვს, მას უსიმპტომოდ გადაიტანს. პანიკა აუცილებელი არ არის“, – აცხადებს ბიშარა და დასძენს, რომ იგი 30 წელია ეწევა პროფესიულ მოღვაწეობას და ამ ხნის განმავლობაში არაერთი ეპიდემია უნახავს.

“მე გამოვიარე SARS და MERS კორონავირუსების ეპიდემიები, ებოლა, სპარსეთის ყურის ომების სინდრომი, თუმცა მსგავსი რამ არასოდეს მინახავს. ადამიანებს მიაჩნიათ, რომ კორონავირუსი ყველა მათგანს თავს დაესხმევა და ისინი მოკვდებიან, არადა საქმე არც ისე ცუდადაა. ჩვენ ვიცით როგორ ვრცელდება ვირუსი, ვიცით რისკ-ჯგუფები, პანიკა საჭირო არ არის. მაგრამ რა ხდება ამ დროს? მედია პანიკაში აგდებს ხალხს, ხალხი პანიკაში აგდებს ლიდერებს. მთელი მსოფლიო ერთგვარ მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს”, – ამბობს ის.

პროფესორის თქმით, კორონავირუსი არ არის ისეთივე ,,ჭკვიანი”, როგორც გრიპის ვირუსია. ,,გრიპის ვირუსი ძალიან ,,ჭკვიანია”“. იგი გამუდმებით იცვლება, ადაპტირდება, მუტირებს და ვრცელდება ჰაერით. კორონავირუსით ინფიცირება კი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ინფიცირებული პაციენტის ხველების ან ცემინებისას გამოყოფილი ნაწილაკები თქვენს ხელებზე ან სახეზე მოხვდა, თუ თქვენ არ იცავთ ჰიგიენის ნორმებს და არ იბანთ ხელებს ხშირად. მხოლოდ ამის შედეგად არის ინფიცირება შესაძლებელი”.

ბიშარას თქმით, ისრაელში მიღებული მკაცრი ზომები ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ არ მოხდეს ერთდროულად ბევრი ადამიანის ინფიცირება და ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა. თუმცა, ეს პანიკის საფუძველი არ უნდა იყოს. მისი თქმით, ძალიან ეფექტურია სახლში დარჩენა და თვითიზოლაცია.

კორონავირუსის პანდემიის გამო ისრაელმა ჩაკეტა საზღვრები,დახურა სასწავლო დაწესებულებები,სავაჭრო ცენტრები, რესტორნები და საჯარო თავშეყრის სხვა ადგილები. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები