ეკა ბესელიამ საკუთარი 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით ავტობიოგრაფიული წიგნი „და მე ქალი“ გამოსცა. წიგნის გარეკანისთვის ფოტო მისმა ქალიშვილმა, ლიზამ გადაიღო. იქ, როგორც ჟურნალ „თბილისელებს“ მოუთხრობს, 25-წლიანი საჯარო ცხოვრების უცნობი მომენტებია ასახული: „ეს წიგნი ჩემში ვერდატეული ემოციების ნაკრებია…“, აღნიშნავს პოლიტიკოსი ქალბატონი.
ეკა ბესელია:
„წიგნი არ არის მძიმე წასაკითხი, მაგრამ ძალიან ემოციურია. ვინც წაიკითხა, ყველამ იტირა. ალბათ, ამ წიგნში ბევრი ქალი იპოვის საკუთარ თავს…“
როგორც ჟურნალის რესპონდენტი აღნიშნავს, ყველა განსაცდელის შემდეგ ღმერთთან უფრო ახლოს მიდიოდა: „უწმინდესმა მითხრა: შენ უფალს ხელისგულზე უზიხარ და ისე გამოჰყავხარ განსაცდელებიდანო. მართლა ძალიან ბევრჯერ გადავრჩი, ახლა ათჯერ უნდა ვიყო მკვდარი. დიდი ძალის მფარველობა არაერთხელ მიგრძნია…“