LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა კახიანი: „ნინი ისე გათხოვდა, ჩემთვის არაფერი უკითხავს. მის სხვა ურთიერთობებში ჩავრეულვარ, მაგრამ ამაში – არა…“

280
ეკა

ეკა კახიანი პასუხობს კითხვას, როგორ გადაიტანა შვილის, ნინი ბადურაშვილის ოჯახის დანგრევა:

„რამდენი ნიჭიერი და ლამაზი გოგოა ამ ქალაქში და მიკვირს, რატომ არის ნინის მიმართ ასეთი გაცხოველებული ინტერესი. ბავშვობიდან იყო განხილვის თემა და იბეჭდებოდა. წერდნენ, რომ იყო ყველაზე სასურველი სარძლო. ეს თემა იყო ისეთი აქტუალური, ვფიქრობდი, რატომ ნინი? თბილისმა იცის ამოჩემება… რატომ არის ამდენი ხალხი დაკავებული ნინის ამბების განხილვით. ნინი სულ შეწუხებული იყო და ჩვენ ყველა, როდის გათხოვდებოდა. ეს ჩემზეც იყო, მაგრამ ვერ შევედრები ნინის…

არც გათხოვება უკითხავს ჩემთვის… მართლა თავისით გადაწყვიტა. სხვა ურთიერთობები ვიცოდით, ნინი ისეთი ტიპია, რომ არ მალავს. ყველაფერს ჰყვებოდა. ეს ბიჭი უცებ სად გაიცნო, არ ვიცი. მოვიდა და გვითხრა, ახლა უნდა გავთხოვდეო. ვინ არის, რა ჰქვია, რა გვარია-მეთქი. არა, გადავწყვიტე და უნდა გავთხოვდეო… არ მქონია იმის საშუალება, რომ მეთქვა ან კარგი, ან ცუდი. ჩავრეულვარ სხვა ურთიერთობებში, როცა ნინი განცდებში მინახავს და უბედური იყო, მაგრამ შემიძლია დავიფიცო, რომ ნინის და ირაკლის ურთიერთობაში არ ჩავრეულვარ… ნინიმ არასდროს არაფერში დამიჯერა და არც მიკვირდა, რადგან მასში ჩემს თავს ვხედავდი ზუსტად…“

ვიდეო: “განქორწინების ინიციატორი მე ვიყავი, ნინის მამამ შერიგება ბევრჯერ მთხოვა” – ეკა კახიანი მეუღლესთან დაშორების, პირადი ურთიერთობებისა და შვილების შესახებ

ვიდეო: „სამწუხაროდ ეს ბევრს არ აქვს“ – როგორი მამაკაცები მოსწონს ნინი ბადურაშვილს

„ულამაზესი დედა-შვილი, თუ უფრო დები“ – ეკა კახიანისა და ნინი ბადურაშვილის ფოტოსესია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g