მსახიობი ეკა ნიჟარაძე ჟურნალ „გზის“ კითხვას პასუხობს რას მიიჩნევს ჩვენი ხალხის ყველაზე დიდ პრობლემად:
„საშინელი პრობლემაა განათლების ნაკლებობა და კიდევ უარესი – უმუშევრობა. ადამიანებს საქმე არა აქვთ და სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ. საშუალო ფენა აღარ არსებობს – ის ფენა, თვის დასაწყისში ხელფასი რომ ჩაერიცხება და თვის ბოლომდე ნორმალურად იცხოვრებს, არც შია და არც სწყურია… ამ ქვეყნის უდიდესი პრობლემაა გაუნათლებელი, უპერსპექტივო ახალგაზრდობა, რომელმაც არ იცის, რა აკეთოს. ამ რამდენიმე დღის წინ, აბაშიძის ქუჩაზე, ვიღაცებმა ერთმანეთს სროლა აუტეხეს და ორი ბიჭი დაჭრეს. ეს მოხდა ეპიცენტრში – იქ, სადაც მისი სკოლაა. ჩემი შვილიშვილიც იქ დადის, სწორედ იმ დროს ვაკითხავ ხოლმე და სკოლიდან გამომყავს. ძალიან მაწუხებს კითხვა – როგორ მივედით ამ ზღვრამდე? ნუთუ, ასეთი საქართველო გვინდოდა ჩვენი შვილებისთვის?!“
ვიდეო: ნახეთ მსახიობ ეკა ნიჟარაძის მამული კახეთში, სადაც ახლა ცხოვრობს