LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკატერინე ტიკარაძე არის ერთ-ერთი მეომარი… მის საქმიანობას კონკრეტული ხინჯი არ გააჩნია – ვოლსკი

104
TIKARA VOLSKI

გუშინ თანამდებობა მოულოდნელად დატოვა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.

მედიაში ვრცელდებოდა ვერსია, რომ მეზვრიშვილის შემდეგ თანამდებობას დატოვებდა ჯანდაცვის მინისტრიც.

გადადგომის შესახებ ინფორმაცია უარყო თავად ტიკარაძემ.

უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მეომარია და მის საქმიანობას ხინჯი არ აქვს.

„მენეჯმენტი ზუსტია, ისეთია, როგორიც უნდა იყოს, საერთაშორისო სტანდარტია, აქ ახალს  ვერაფერს მოიგონებ. არც საწოლი ადგილები გაჩნდებოდა, რაც არ უნდა მოინდომოს ხელისუფლებამ.

ეკატერინე ტიკარაძე არის ერთ-ერთი მეომარი ამ რთულ ვითარებაში და მის საქმიანობას კონკრეტული ხინჯი არ გააჩნია. რაც შეიძლება სწრაფად გავრცელდეს პანდემია, ეს არის მთავარი ამოცანა ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის და მასთან დაკავშირებული მედიასაშუალებების, მათ შორის თქვენი”, – განაცხადა გია ვოლსკიმ “ფორმულასთან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები