LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის აღდგენა იმაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ნავარაუდევი გვქონდა – ფინანსთა მინისტრი

130
089e41c3d647e7b4e68a12f956b8334a_XL

ეკონომიკის აღდგენა იმაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ნავარაუდევი გვქონდა, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა. როგორც ხუციშვილი განმარტავს, მოლოდინი გაცილებით მაღალია, ვიდრე 6%-იანი ეკონომიკური ზრდა.

„მაისის თვეში დაფიქსირდა 11.6%-ის ეკონომიკური ზრდა, ხოლო 5 თვის ეკონომიკური ზრდა 11.2%-ა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელია იმ პოზიტიურ მოლოდინებთან შედარებით, რომელიც გაცხადებული გვქონდა. თქვენ იცით, რომ მიმდინარე წელს ნავარაუდევი გვაქვს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. ჩვენ სექტორულად ვაკვირდებით ეკონომიკის განვითარების ტემპს. მოლოდინი გაცილებით მაღალია, ვიდრე 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. აგვისტოს ბოლოს შესაბამისი პროგნოზი გვექნება მიმდინარე წელთან დაკავშირებით“, – აღნიშნავს ხუციშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები