LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით, მსოფლიო დონეზე მძლავრი მხარდაჭერა გვაქვს: ვოლსკი

37
გია ვოლსკი

“საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მარტო არ ვართ და ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით, საკმაოდ მძლავრი მხარდაჭერა გვაქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, აშშ-ევროკავშირის სამიტზე მიღებული ერთობლივი განცხადების შეფასების დროს განაცხადა.

ვოლსკი აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ნაწილს ეს მხარდაჭერა არ მოსწონს და ამბობენ, რომ საქართველო საერთაშორისო პოლიტიკის რადარებიდან გაქრა, თუმცა პროცესები საპირისპიროს ამტკიცებს:

“მართალია, გარკვეულ პოლიტიკურ სუბიექტებს ეს არ მოსწონთ და ამბობენ, რომ საერთაშორისო პოლიტიკის საქართველო რადარებიდან გაქრა, მაგრამ საპირისპიროს ამტკიცებს ის პროცესები, რაც მიმდინარეობს.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მარტო არ ვართ და ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით, მსოფლიო დონეზე საკმაოდ მძლავრი მხარდაჭერა გვაქვს.” – თქვა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ევროკავშირი-აშშ-ის სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში არნიშნულია, რომ გმობენ რუსეთის მიმდინარე ქმედებებს, რომ ძირი გამოუთხაროს უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას და მოწადინებული არიან, გააგრძელონ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ასევე მხარი დაუჭირონ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რეფორმების გზას.

უპრეცედენტო კატასტროფაა – აშშ-ს პრეზიდენტს სიტყვა საქართველო ერთხელ არ უხსენებია, ეს მსოფლიო რუკიდან გაქრობას გვიქადის: სააკაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები