LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელჩები დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე – გამოითქვა სერიოზული შეშფოთება, უშიშროების სამსახურების მხრიდან სატელეფონო მიყურადების ახლახანს გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით

62
DDFEE478-938C-43F1-ADAD-A6A9564044DC

საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის ელჩების წარმომადგენლობითი ჯგუფი პრემიერ-მინისტრის მოადგილესა და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანთან შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

როგორც საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე გამოითქვა სერიოზული შეშფოთება, უშიშროების სამსახურების მხრიდან სატელეფონო მიყურადების ახლახანს გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით.

განცხადებას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი „ტვიტერზე“ აქვეყნებს:

„საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის ელჩების წარმომადგენლობითი ჯგუფი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილესა და საგარეო საქმეთა მინისტრს, მის აღმატებულებას ბ-ნ დავით ზალკალიანს.

შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის სახელით გამოითქვა სერიოზული შეშფოთება, უშიშროების სასმახურების მხრიდან სატელეფონო მიყურადების ახლახანს გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციას და ზიანს აყენებს ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას საქართველოში“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დავით ზალკალიანი ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით აშშ-ის, ევროკავშირისა და იაპონიის ელჩს შეხვდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები