ცნობილი შეფმზარეული ლევან კობიაშვილი გოგონას მამა გახდა. ლევან კობიაშვილმა და ნინა ილურიძემ შვილს ელენე დაარქვეს. პატარა ჩაჩავას კლინიკაში დაიბადა.
“ვულოცავთ შეფ ლევანს და მის მეუღლეს პატარა ელენეს დაბადებას” – კლინიკამ მისალოც ტექსტთან ერთად გამოაქვეყნა პატარა ელენესა და მშობლების ფოტო. ეს არის ახალშობილის პირველი ფოტო, რომელიც გასაჯაროვდა.