„ნეტფლიქსის“ პოპულარული სერიალი „ემილი პარიზში“ მეორე სეზონის პრემიერისთვის ემზადება. ლილი კოლონზი კი სერიალის ანონსში, არც მეტი, არც ნაკლები, ქართველი დიზაინერის, ანუკი არეშიძის მიერ შექმნილი კაბით პოზირებს კამერის წინ.
ეს კაბა ლილი კოლინზს ამერიკულმა პიარსააგენტომ Tata LA-მ შესთავაზა, რომელიც ქართველ თათა ქართველიშვილს ეკუთვნის და მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობს.