LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ემოციებით ვარ დატვირთული, მადლობა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი სიტუაცია…” – ვაჟა გაფრინდაშვილის პირველი კომენტარი (ვიდეო)

2479
vajaaaa

პატიმრობიდან გამოშვებულმა ვაჟა გაფრინდაშვილმა გორში მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, როგორც საზოგადოებას ასევე, ხელისუფლებასაც. გაფრინდაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო.

“სრულიად მოულოდნელი იყო. არც ველოდი, რომ დღეს ასე მოხდებოდა… ემოციებით ვარ დატვირთული, მადლობა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი სიტუაცია…პირველ რიგში, მთავრობა იქნება, პარლამენტი, მედიცინა, უშიშროება…

მადლობა ჩემს ლამაზ მეუღლეს და ბრწყინვალე შვილებს…ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო,”- განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

 

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/vb.347657975393516/1047184572285185/?type=2&theater

ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ცნობა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 27 დეკემბერს მოაწერა ხელი ბრძანებას ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. შეწყალების თაობაზე. დოკუმენტი დე ფაქტო პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, ექიმი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს დააკავეს, ისინი ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებდნენ, თუმცა ის ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტეროტორიაზე იმყოფებოდა. მან ცხინვალის იზოლატორში 49 დღე გაატარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები