უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომი“ იუწყება, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს უკრაინის ნიკოლაევის ოლქის ქალაქ იუჟნოუკრაინსკში მდებარე ატომური ელექტროსადგურის რაიონზე.
მათი ცნობით, შეტევა წუხელ, 18 სექტემბერს სადგურის სამრეწველო ზონაში განხორციელდა.
“ენერგოატომ”-ის თანახმად, აფეთქების ტალღამ დააზიანა სადგურის შენობა, სადაც ჩამსხვრეულია 100-ზე მეტი ფანჯარა. სადგურის თანამშრომლებს შორის დაშავებულები არ არიან.
უკრაინის სახელმწიფო კომპანია აცხადებს, რომ ამჟამად ატომური ელექტროსადგურის სამივე ენერგობლოკი საშტატო რეჟიმით მუშაობს.
4 მარტს ცნობილი გახდა, რომ ღამით განხორციელებული დაბომბვის შემდეგ რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის დაკავება შეძლეს.
ზაპოროჟიეს ელექტროსადგური ევროპაში ყველაზე დიდია.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში