LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეპისკოპოსი იაკობი: კვირიკაშვილის დროს დამიძახეს, გახარია, გომელაური პატრიარქის გადაყენებაზე მეჩალიჩებოდნენ (ვიდეო)

309
4a2662994c6abdc171531b2b6af6a4de-XL

“კვირიკაშვილის დროს დამიძახეს. კვირიკაშვილი და ვახო [გომელაური] ყველაზე წესიერები იყვნენ. [შეხვედრაზე] კვირიკაშვილი იყო, ვახო იყო და ცოტა დააგვიანა გახარიამ. მეჩალიჩებოდნენ იმაზე, რომ ჩვენ გვინდა პატრიარქი გადავაყენოთ”- ეს განცხადება TV პირველის ეთერში, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა გააკეთა. მან ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართული შეხვედრა გაიხსენა, რომელსაც მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ.

მეუფე იაკობის თქმით, მთავრობის წევრებს პირველად თავად შეხვდა, შემდეგ კი მათ შეხვდნენ მეუფე თეოდორე, მეუფე გრიგოლი და მეუფე პეტრე.

,,ჩვენ გვინდა პატრიარქი გადავაყენოთ და შიო დავაყენოთ პატრიარქათო. მე ვუთხარი, ბიჭო, თქვენ ვინ გეკითხებათ?! ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალ პატრიარქზე მის წინააღმდეგ როგორ მიდიხართ-თქო. პირველი მე ვიყავი მაგ შეხვედრაზე, მერე იყო მეუფე პეტრე და მეუფე გრიგოლი. მათ გახარია და ვახო შეხვდნენ. გომელაურს ყოველთვის წესიერი პოლიტიკა ჰქონდა

პირდაპირ გეტყვით, ვანოს [ჩხარტიშვილის] ის იყო ბიძინასთან… ბიძინამ კიდე ამათ დაავალა. მაგათ ყველას აწი მე მივხედავ. რომელი 2020-ის არჩევნები? ყველას მივხედავ”.”- თქვა ეპისკოპოსმა იაკობმა

ეპისკოპოს იაკობის თქმით, პრემიერ კვირიკაშვილის ცენტრალურ კაბინეტში გაიმართა ეს შეხვედრა და ამის შესახებ პატრიარქმა ილია მეორემაც იცის.

ჟურნალისტის კითხვაზე , ფიქრობს თუ არა, რომ ამ საკითხის შემდეგ დაიგეგმა ციანიდის საქმე, ეპისკოპოსი პასუხობს, რომ მანამდე იყო დაგეგმილი და სახელმწიფო იყო ჩარეული. როგორც მეუფე იაკობი ამბობს, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და “ზოგიერთი ბიზნესმენი”, მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქის მკვლელობას გეგმავდნენ.

“მე შემიძლია ისეთი საბუთები მოგაწოდოთ და მსოფლიოს მივაწოდო ისეთი საბუთები, მეუფე პეტრე და დეკანოზი რომ ერთად იყვნენ ყველაფერში. ვგულისხმობ მკვლელობას. არამარტო მეუფე პეტრე სახელმწიფოდან ვიღაცები ჩარეულნი იყვნენ და ზოგიერთი ბიზნესმენიც.

ზვიად გამსახურდიას დროს რომ იყო ვითომ ბიზნესმენი, მერე რომ იყო სააკაშვილთან და დღეს უშუალოდ ბიძინასთან რომ არის დაკავშირებული — ვანო ჩხარტიშვილი”- აცხადებს ეპისკოპოსი

მისივე თქმით, იმ ხალხს, ვისაც პატრიარქის მკვლელობა უნდოდა , არაფერს აპატიებს.

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/2449071215140563/?__xts__[0]=68.ARADCxARAVvnZKlfPekHW_DuWzg21i3KNAYqa45gQLyAeAmHVUkCanH_kJD46U-SZ_wO5AAn4AnJX0k7aM90ANsqIgg_VGmaOUPJfjSSblZ7f-IE_qqC9zRU5WRTVVsIK3BjQmHaHQb3B2MKEPg_rMLCOMjYEe0m06NhSuZ-SM7W3x_mMuFk5OeRzhWmvL-v_BnwTJhaFzOXZVe2gl0l3iSM54SrI4uYNEXjVgFPhUDnajN6d874xMHFfcX7fLX8yfMcT4Kql8_sHFJ-9eSOgzvV7Enhh5c76zyovLBFYbC0PgOi2eJLLd0zXCuAY4FfHpAGlwmErJG8R3MUSPdwKtpEH9uakPyVvns&__tn__=-R

 

 

პოპულალურები