LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ექიმებიც, ექთნებიც და სანიტრებიც თეთრ დათუნიებს გვანან. კი არ დადიან, დაბაჯბაჯებენ” – ვიკა ბუკია სამედიცინო პერსონალს ემოციურ პოსტს უძღვნის

2509
ფფფფფფფფფ

“ტვ პირველის” ჟურნალისტი ვიკა ბუკია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მკურნალობას ბოჭორიშვილის კლინიკაში გადის.

ჟურნალისტი კლინიკიდან მუდმივად ცდილობს საზოგადოების ინფორმირებას და პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას კორონავირუსის სიმპტომატიკის შესახებ.

ამჯერად, ვიკა აქვეყნებს ემოციურ პოსტს, რომელსაც სამედიცინო პერსონალს უძღვნის.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მათ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში ბევრი სირთულის გადატანა უწევთ.

“როცა მითხრეს, რომ კოვიდ-ინფიცირებული ვიყავი, გავიფიქრე: “ჩემთანაც მოვიდა?!”
შიში არ მქონია. უფრო რაღაც ფანტასტიკის მაგვარი განცდა. აი, ეს ლეგენდარული ამბავი ტელევიზორიდან ჩემს ორგანიზმშიც გადმოვიდა და ჩასახლდა-მეთქი. და ჩვენი დროც დადგა გამოგვაცხადონ იმ ახალ შემთხვევებში-მეთქი.
ნახევარი წელია ვისმენ კოვიდ-ისტორიებს; ხან ვხუმრობდი, ხან ნერვები არ მყოფნიდა, ხან ვკითხულობდი კოვიდზე, თან ბევრს, ბევრს. და სხვებს ვუზიარებდი. მერე თავი დავანებე, მომბეზრდა. და ახლა კოვიდ-დადებითი ვარ და უკვე ვკითხულობ არა უბრალოდ ვირუსზე, არამედ ჩემს ვირუსზე.
ახლა ისევ დავიწყე კოვიდზე კითხვა. რამდენიმე რამე შეცვლილა მარტის მერე.
აქ ძაან მოწყვლადი ხდები. დათუნია გამომიგზავნეს და რამდენჯერაც შევხედავდი თვალი მიცრემლიანდებოდა. ბუბის გავუგზავნე. ისედაც ბევრი დათუნია მახვევია გარს. ექიმებიც, ექთნებიც და სანიტრებიც თეთრ დათუნიებს გვანან. ფუმფულა ფორმებში შეფუთულები, დალუქულები. კი არ დადიან, დაბაჯბაჯებენ. ბუშტით ხელში რომ შემოაღო კარი ერთხელაც ერთმა ასეთმა დათუნია ექთანმა გავიფიქრე: ნეტა ვის მაგონებს? და მერე მივხვდი. ჩემს საყვარელ კადრს საბჭოთა ბავშვობიდან.
ვინი პუჰს რომ “შარიკი” მოაქვს ❤️
დღეს დილით შეფუთული პატარა გოგო შემოვიდა. სველი შუბლი უჩანდა უზარმაზარი მინის ფარიდან, რომლის ქვეშ სპეც-ტანსაცმელია. გადასხმას რომ მიყენებდა ოფლის წვეთი დამეცა. მარტო ამ ერთი წვეთით მიხვდები რა ჯოჯოხეთს გადიან ჩემი კლინიკის “დათვები”. იხუთებიან. ყოველ დღე იკეთებენ ტესტირებას. გაგიკეთებიათ? მტკივნეული არაა, მაგრამ ძალიან დამთრგუნველი პროცედურაა. ორივე ნესტოში ღრმად ძვრებიან წვრილი და გრძელი ჯოხით. შემდეგ ხახაში. ამის გაკეთება ყოველ დღე ნერვების ომია.
თუ რაღაც გჭირდება ერთი ღილაკის დაჭერაა. მათთვის კი ეს: უნდა ჩაიცვან, შემობაჯბაჯდნენ, გაიოფლონ, ძლივს იმიძრაონ. მერე ისევ იხდიან. მერე ისევ ღილაკს აჭერს 66 კაციდან ერთ-ერთი და ისევ იცვამენ, მოდიან, გეხმარებიან, მიდიან. წარმოუდგენელი ამბავია.
არის ხოლმე შემთხვევები, რომ ნერვებდაცლილი პაციენტები ბრაზდებიან აქამდე სად ხართო. არადა, არაა ადვილი ამ აღჭურვილობით ჯინივით გაჩნდე პალატაში.
ეჰ, ნეტა მართლა ჯინები იყვნენ. ვიცი რა სურვილსაც აგვისრულებდნენ აქ გამოკეტილ ადამიანებს ❤️
და მაინც, Никто не может грустить, когда у него есть воздушный шарик,”-წერს ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g