LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპორტი 12%-ით გაიზარდა, იმპორტი 2.3%-ით შემცირდა

100
import-export

2019 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 12%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 2.3%-ით შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს საგარეო ვაჭრობის მიმდინარე წლის იანვარინოემბერის მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 504.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.4 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 3 381.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (11.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 8 122.6 მლნ. აშშ დოლარი (2.3 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარნოემბერში 4 741.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 დეკემბერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები