დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ 27 წლის ექთნის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, საქართველოში “ასტრაზენეკას” წარმომადგენლობა ჩამოვიდეს და ვითარება ადგილზე შეისწავლონ.
მისი განცხადებით, მიმდინარე გამოძიების დასრულების შემდეგ “ასტრაზენეკას” მოხსენება მიეწოდება და თუ კომპანია საჭიროდ ჩათვლის შესაძლოა კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება მიიღოს.
„ამ ტიპის ფატალური გართულების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არსებობს დადგენილი წესი, შვედეთში არსებობს წამლების გვერდითი მოქმედებების მსოფლიო ცენტრი და იქ ამას აგზავნის რეგულირების სააგენტო. ასევე, როდესაც დასრულდება გამოძიება, ეცნობება „ასტრაზენეკას“, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასაც. თავდაპირველად მიდის მოკლე „რეპორტი“, შემდეგ კი უფრო გაფართოებული. მათი წარმომადგენლები ჩადიან ხოლმე და ადგილზე სწავლობენ ვითარებას და ეს ამ შემთხვევაშიც არ არის გამორიცხული, იმიტომ, რომ თვითონ კომპანიაც და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც დაინტერესებულია, რომ ვითარება იყოს გარკვეული და ცნობილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ვიდეო: ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა
27 წლის მედდა მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა
შსს-მ ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო