გარდაცვლილი ექთნის მამა ვეფხია ბაქრაძე “მთავარ არხთან” საუბარში შვილის გარდაცვალებას მედიკოსების დაუდევრობას უკავშირებს. მისი განცხადებით, მისი შვილის გარდაცვალება სამედიცინო მუშაკების დაუდევრობის ბრალია.
როგორც ვეფხია ბაქრაძე აცხადებს, მისი შვილის ცუდად ყოფნის შესახებ ტელევიზიით და ინტერნეტით შეიტყო, კლინიკიდან მას არც დაკავშვირებიან.
ვეფხია ბაქრაძე ეჭვობს, რომ მისი შვილი თბილისში გადმოყვანამდე უკვე გარდაცვლილი იყო, რადგან ის საავადმყოფოში შვილის სანახავად არც კი შეუშვეს.
ვიდეო: ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა
27 წლის მედდა მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა
შსს-მ ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
“ეს საზარელი ტრაგედია გამოიწვია მედიკოსების დაუდევრობამ. ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო… მშობელი მამა მივედი, მაჩვენეთ მკვდარია თუ ცოცხალია მეთქი, ისიც არ მაჩვენეს… ეჭვი მაქვს მეგი გარდაცვლილი იყო, თორემ ხო მაჩვენებდნენ ცოცხალი რომ ყოფილიყო…
ვაქცინაცია ჩატარდა 12 საათზე, მე მივედი 4 საათზე. ვერავინ ვერაფერი ვერ გავიგეთ. ცუდად, რომ იყო ტელევიზიით გავიგე და მივაკითხე. სხვას ჩემთვის არავის არ მოუმართავს, რომ შენი შვილი ავად არის ან ცუდად გახდაო. კლინიკიდან ჩემთვის არავის არ დაურეკავს. ინტერნეტით გავიგე და ისე მივედი საავადმყოფოში. ისე წამოიყვანეს მეგი თბილისში, რომ საერთოდ არ დამინახავს.
წინა დღეს მეგი იყო შეუძლოდ, მეგი არ იყო ვაქცინაციისთვის მზად. წინა დღეს ვიწექი ბოჭორიშვილის კლინიკაში… რომ გამწერეს მეგიმ მითხრა, მამა ვერა ვარ კარგად, ხვალ ვაქცინაცია უნდა გამიკეთონ, ტაბლეტი დავლიე რაღაც და თავის ტკივილები მკლავსო. მეორე დრეს რა მოხდა ჩემთვის გაუგებარია, მეორე დრეს 4 საათზე ვგებულობ, რომ მეგი არის კომაში და ცუდად,” – ამბობს ვეფხია ბაქრაძე.
ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ
“ცოლი მომიკალით” – გარდაცვლილი მედდის მეუღლე კლინიკის თანამშრომელს დაუპირისპირდა