LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერეკლე დეისაძე: „ვვარჯიშობ და ჯანსაღ ცხოვრებას მივსდევ…“

1693
erekle-deisadze-2021-02-26-09-19-54-759709-1024x679-2021-11-04-14-38-20-463903

მომღერალმა ერეკლე დეისაძემ „ფორტუნას“ დილის ეთერში მუსიკალურ სიახლეებზე ისაუბრა. ასევე პასუხი გასცა კითვებს იმასთან დაკავშირებით, თუ როდის იწყება მისი დღე, რომელ სიმღერებს უსმენს და როგორია მისი ყოველდღიური საქმიანობა

როგორია ერეკლე დეისაძის დილა?

ჩემი დილა ადრე იწყება,  დაახლოებით 8-9 საათზე. ვვარჯიშობ და ჯანსაღ ცხოვრებას მივსდევ. ჩემი დილის მუსიკა დამოკიდებულია განწყობაზე. ბოლო პერიოდში ჩემს ახალ სიმღერებს ვუსმენ და ვცდილობ, კიდევ უფრო გავაუმჯობესო… დღის განრიგს რაც შეეხება, ძირითად დროს წერა-კითხვას ვუთმობ, ასევე მუსიკის ძიებასა და მის დამუშავებას.

ახალ წიგნს ხომ არ წერთ?

დიახ, ახალ წიგნს ვწერ, რომანს, რომელზეც სამი წელია ვმუშაობ, გაზაფხულზე იხილავს საზოგადოება.

ახალი დისკის რელიზი როდის შედგება, რას მოვისმენთ და ვის ვნახავთ თქვენთან ერთად?

ალბომი 9 ახალ კომპოზიციას მოიცავს, ახალი ჟანრით. გაჟღენთილია მწვავე სოციალურ-პოლიტიკური კომენტარებით და ძირითადად, ქვეყანაში მიმდინარე მწვავე სოციალურ თემებს ეხება, რომლებზეც მედიას არ უსაუბრია, გამორჩა ან განგებ გამოტოვა. აქ არის გარე თვალისთვის შეუმჩნეველ სოციალურ შრეებზე საუბარი. ალბომის პროდიუსინგი ჯერონიმოს ეკუთვნის. ალბომში არის კოლაბორაცია ჯერონიმოსთან, მასთან ერთად შესრულდა სიმღერა „ინდუსტრიის ქარო“. ასევე მსმენელი მოისმენს კოლაბორაცია „კაიაკატასთან“ და ქეითისთანაც. ამ უკანასკნელ სიმღერაზე მალე გამოვა ზაფხულში გადაღებული ვიდეორგოლიც.

როდის გამოვა ალბომი?

ახალი დისკი თვის ბოლომდე გამოიცემა, მანამდე კი მსმენელი მოისმენს რამდენიმე კომპოზიციას და ნახავს გადაღებულ ვიდეორგოლებს.

ერეკლე დეისაძე ახალ ალბომს გამოსცემს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები