LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკის ამოცანა არ არის და ვერ იქნება ლარის გაცვლითი კურსის მართვა – კობა გვენეტაძე

70
43f103b76656b6c07613a343040ac4e0-XL

დიდი გამოწვევების, დანაკლისის გამო, რომელიც ქვეყანამ განიცადა უცხოური ვალუტის შემოსავლებთან დაკავშირებით, შეუძლებელი იყო, რომ კურსის კორექტირება არ მომხდარიყო, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ყოველდღიურ კომუნიკაციაშია როგორც ფინანსთა, ასევე ეკონომიკის სამინისტროსთან და შესაბამის საკითხებს განიხილავენ.

გარდა ამისა, კობა გვენეტაძის განმარტებით, ეროვნული ბანკის ამოცანა არ არის და ვერ იქნება ლარის გაცვლითი კურსის მართვა აშშ დოლარის ან რომელიმე სხვა ვალუტის მიმართ.

„საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი, რომელიც გახსნილი ეკონომიკის ქვეყნისთვის  შეიძლება ითქვას, უალტერნატივოა. იმ ქვეყნებისთვისაც კი, რომლებსაც მაგალითად, აქვთ მიმდინარე ანგარიშის დადებითი ბალანსი და დიდი საერთაშორისო რეზერვები, კურსის დაფიქსირება დოლართან, ან ევროსთან ძალზედ ხარჯიანი და საფრთხის შემცველი იქნება, ამას ძალიან ბევრი მაგალითი მოწმობს“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სწრაფი ვაქცინაცია და წესების დაცვა, რასაც მოჰყვება ტურისტების ზრდა, ეს, რა თქმა უნდა, შეანელებს ზეწოლას და წნეხს გაცვლით კურსზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები