LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთი ფორთოხალი ან სამი მანდარინი დღეში C ვიტამინის მისაღებად საკმარისია – ბიძინა კულუმბეგოვი

510
efba52efbdee8a01d1dcfb986e11477a

იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი იმუნიტეტის გასაძლიერებელ საშუალებებზე საუბრობს. ამის შესახებ ექიმი ჯანმრთელობის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ვიდეოინტერვიუში ყვება.

“იმუნურმა სისტემამ რომ კარგად იმუშაოს, ამისათვის ჩვენი ორგანოებიც გამართულად უნდა ფუნქციონირებდნენ.

სტრესის მართვა, ძილი, კვება და ფიზიკური აქტივობა არის კარგი იმუნიტეტეის მთავარი წყარო. ძილი 7 საათით მაინც სასურველია”,-განაცხადა ექიმმა.

ექიმი ამბობს, რომ მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს C და D ვიტამინს.

“ძალიან ბევრმა კვლევამ დაადასტურა, რომ თუ ავად ხარ და მაშინ იწყებ C ვიტამინის მოხმარებას, დიდ გავლენას დაავადების მიმდინარეობაზე ვერ მოახდენს (იგულისხმება სხვა, გაციებით მიმდინარე დაავადებები და არა კორონა).

ამიტომაც C ვიტამინი უნდა მივიღოთ საკვებიდან მანამ, სანამ ავად გავხდებით. ციტრუსები ამის შესანიშნავი წყაროა. თუ მათ მიმართ გამოკვეთილი ალერგია არ გაქვთ, ერთი ფორთოხალი ან 3 მანდარინი რომ მიირთვათ დღეში, C ვიტამინის დღიური დოზა უზრუნველყოფილი იქნება. აღარაფერს ვამბობ სალათის ფურცელზე, ასკილზე და ა.შ.

როგორც ექიმმა აღნიშნა, ავად გახდომის შემდეგ C ვიტამინის მიღება დადგენილია, რომ დაავადების არც სიმძიმეზე, არც ხანგრძლივობაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია.

სეირნობა, ძილი არის ვალი იმუნიტეტის წინაშე ნამდვილად მოხდილი გექნებათ” – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები