LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერ­თმა­ნე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ვი­ცა­ნით, რო­დე­საც და­ვი­ნა­ხე ეგ­რე­ვე ვიგ­რძე­ნი რა­ღაც…“ – რუსკა ქარქაშაძე 12 წლით უფროს საქმროზე საუბრობს

393
Untitled design (3)

მსახიობი რუსკა ქარქაშაძე გადაცემაში „სთორი“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. მისი საქმრო ლაშა მო­წო­ნე­ლი­ძეა. ლაშამ რუსკას ხელი რომში სთხოვა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.

რუსკა ქარქაშაძე რჩეულმა ხელის თხოვნისას დააბნია: „ძალიან ემოციური წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში…“

„ერ­თმა­ნე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ვი­ცა­ნით, ბევ­რი სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი გვყავ­და, მაგ­რამ მა­ნამ­დე არ შევ­ხვედ­რილ­ვართ. სა­ერ­თო მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­ვი­ცა­ნი. სულ ვამ­ბობ, რომ რო­დე­საც და­ვი­ნა­ხე თვა­ლი გა­ვა­ყო­ლე, ეგ­რე­ვე ვიგ­რძე­ნი რა­ღაც. იმ დღის მერე სულ ერ­თად ვართ, პა­უ­ზა არ გვქო­ნია. ჩემ­ზე უფ­რო­სია, 32 წლი­საა, ძა­ლი­ან მა­ბა­ლან­სებს, სა­ერ­თოდ არ არის ეჭ­ვი­ა­ნი. თა­ვად არ უყ­ვარს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პი­რა­დი სივ­რცე ჰქონ­დეს.

სა­ერ­თოდ არ მქონ­და მო­ლო­დი­ნი, რომ რომ­ში ხელს მთხოვ­და. ვე­რა­ფერს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვერ ვამ­ჩნევ­დი, უბ­რა­ლოდ, ცოტა დაბ­ნე­უ­ლი იყო. 20 წლის ვარ და არა­სო­დეს ვე­ლო­დე­ბო­დი პრინცს, ამას სულ ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი. ახლა კი ყვე­ლა­ფე­რი ისე ბუ­ნებ­რი­ვად მოხ­და.

მშობ­ლებ­თან ყო­ველ­თვის ჯან­სა­ღი კო­მუ­ნი­კა­ცია მქონ­და. მამა ყო­ველ­თვის მე­უბ­ნე­ბო­და, თუ ვინ­მე მოგ­წონს, შე­გიძ­ლია გა­მი­ზი­ა­რო. მა­რი­გებ­და ხოლ­მე და ამი­ტომ, როცა ვინ­მე მომ­წო­ნე­ბია, ეგ­რე­ვე მას ვე­უბ­ნე­ბო­დი და სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და გა­მე­გო, რას ფიქ­რობ­და. ლა­შას ოჯა­ხი და ჩემი ერ­თმა­ნეთს იც­ნო­ბენ და ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი“, – ამბობს რუსკა ქარქაშაძე.

„ჩემი ცხოვრების სიყვარული“: რუსკა ქარქაშაძეს დაბადების დღეზე ხელი სთხოვეს – ემოციური კადრები იტალიიდან

ვიდეო: “ერთმანეთი საერთო სანაცნობოში გავიცანით” – რუსკა ქარქაშაძე პირად ურთიერთობაზე

ფოტო: როგორ ატარებს შეყვარებულთან ერთად დროს რუსკა ქარქაშაძე – “სილამაზე…დედოფალი”

ფოტო: “როგორ უხდებით ერთმანეთს” – რუსკა ქარქაშაძე შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g