LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არ არის კომფორტული.. უნდა გავაგრძელოთ სვლა ევროპული მომავლისკენ: გახარია ერთპარტიულ პარლამენტსა და სამთავრობო პროგრამაზე

99
FORTUNA.GE- (3)

“მიდგომა – ან ყველაფერი, ან არაფერი, არ არის დემოკრატიული მიდგომა და ამას არაფერი აქვს საერთო ევროპულობასთან, მაგრამ, მიუხედავად იმისა, მარტო ვიქნებით ამ დარბაზში თუ არა, უნდა გავაგრძელოთ სვლა ჩვენი ევროპული მომავლისკენ”. – პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს. სიტყვით გამოდის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს.

ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე – კომფორტულია თუ არა, როდესაც მთავრობას ამტკიცებს ერთპარტიული პარლამენტი და დარბაზში არ იმყოფება ოპოზიცია, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ ეს კომფორტული არ არის:

“ჩვენთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა დღეს აქ საუბარი მთავრობის შემდგომი წლების გეგმაზე. სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზის ნაწილი ცარიელია მარტივი მიზეზის გამო, ჩვენი პარლამენტის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს სხდომას არ ესწრებიან. რა თქმა უნდა, ეს კომფორტული არ არის და შემიძლია, ავხსნა რატომ.

გარდა იმისა, რომ ეს ჩვენთვის არ არის კომფორტული, გვესმის, რომ ნებისმიერი სწორი გადაწყვეტილება პირველ რიგში მიღებული უნდა იყოს ჯანსაღ დავასა და დისკუსიაში და ჩვენ ამის ძალიან კარგი გამოცდილება გვქონდა გასული წლების განმავლობაში”. – განაცხადა გახარიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება არასდროს შეუშინებია შინაარსობრივ დისკუსიასა და საუბარს, თუმცა მათი დისკომფორტის გარდა, ეს არ არის კომფორტული არც საქართველოს მოქალაქეებისთვის:

” მოქალაქეებმა არჩევნებში ხმა მისცეს ცხრა პარტიას და განსაზღვრეს, რომ ამ პარლამენტში უნდა ყოფილიყო 60 ოპოზიციური მანდატი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და აქ მნიშვნელოვანი არ არის ჩვენი ან მთავრობის წევრების კომფორტულობაზე საუბარი. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს. ვიღაცას შეეშინდა პასუხისმგებლობის აღების, ვიღაცა ვერ გაერკვა, ვიღაცამ ალბათ საკუთარი ეგო ვერ დაძლია, მაგრამ გვაქვს ეს შედეგი და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს აორმაგებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას.” – თქვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

“გახარიას მიერ წარდგენილი პროგრამა საბჭოთა სტილის სადღეგრძელოა” – “ლელო” დღეიდან მთავრობის მონიტორინგს იწყებს

 

magti 5g