მამუკა ბახტაძემ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრაზე თავის მონოლოგში, ისაუბრა იმ საკითხებზე, რომლებიც აწუხებს. მისი გამოსვლა, უკიდურესად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს და ამ გარემოს ნეგატიურ შედეგებს შეეხო.
ყოფილმა პრემიერმა, რომელმაც დღეს „ფეისბუქით“ დატოვა პოსტი, განაცხადა, რომ ეს პრობლემა 2020 წლის არჩევნებმა უნდა მოაგვაროს.
მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს
მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა, მან ამის შესახებ "ფეისბუქზე" დაწერა
მისივე თქმით, სრულად უჭერს მხარს ინიციატივას, რომელიც ასევე ყოფილმა პრემიერმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა ნულოვანი ბარიერის შესახებ.
„მოსაზრებები რომლებიც მე ძალიან მაწუხებს – ეს ეხება ნეგატიურ დღის წესრიგს და უკიდურესად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს. ეს არის ძალიან საშიში მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის. თითოეული ჩვენთაგანი უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ყურადღებით. მე ხშირად მომისმენია არგუმენტი, რომ მსგავსი პოლარიზაცია შეიმჩნევა დასავლეთის ქვეყნებშიც, მაგრამ ეს არ არის გამართლება ჩვენთვის. მათი სისტემები არის მდგრადი და ჩვენ გვაქვს სულ სხვა რეალობა, სულ სხვა გამოწვევები….
ამით მოიგებს მხოლოდ ერთი – ოკუპანტი ქვეყანა.
შესაბამისად, მხარს ვუჭერ იმ ინიციატივას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა და რომელიც უკავშირდება 2020 წლის არჩვენების ჩატარებას არა მხოლოდ პროპორციული, არამედ ნულოვანი ბარიერით. ამით შანსი მიეცემა ახალ სახეებს, რომ შემოვიდნენ ქართულ პოლიტიკაში. ვფიქრობ, რომ მოსახლეობის დაკვეთაც ასეთია.
ჩვენ უნდა გადავდგათ, ყველა ნაბიჯი, რომ პოლარიზაცია შევამციროთ და 2020 წლის არჩევნები იყოს შეჯიბრი პროგრამების, იდეების ხედვების და ეს არ იყოს შეჯიბრი ლანძღვასა და სიძულვილის ენაში. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა ბახტაძემ.