LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის პიროვნული ვენდეტა, მაგრამ ბრძოლა გაგრძელდება – ხაზარაძე სასამართლო პროცესებზე

44
მამუკა-ხაზარაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. “ფულის გათეთრების” საქმეზე, მორიგი სხდომა იმართება.

საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის, მამუკა ხაზარაძის შეფასებით, ეს პიროვნული ვენდეტაა, მაგრამ ბრძოლა გაგრძელდება:

“სამი წელია ეს აბსურდი მიმდინარეობს. წინა სასამართლო სხდომაზე ჩემი გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ, ნათლად დადასტურდა, რომ არანაირი ფულის გათეთრება ან მითვისება ამ საქმეში არ არის, ყველაფერი არის გასტუმრებული პატიოსნად, ამ საქმეს არ გააჩნია დაზარალებული ჩემი და ბადრის გარდა, არ გააჩნია არც მომჩივანი, რადგან მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორები აგრძელებდნენ მუშაობას ჩვენთან ერთად და ახლაც, ამ ბანკს წარმოადგენენ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

ნათელია ჩვენი მართლმსაჯულების მართვა ერთი ადამიანის მხრიდან, ეს არის პიროვნული ვენდეტა. მაგრამ, ბრძოლა გაგრძელდება და არავის არაფერი დაეთმობა, როდესაც სიმართლეზეა საუბარი, ამ ბრძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე, იქამდე, სანამ დემოკრატიული ინსტიტუტები და მართლმსაჯულება არ იქნება ისეთი, როგორიც არის თანამედროვე მსოფლიოში.” – განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ მხარეებს შორის შერიგების იდეასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ შერიგების იდეაზე პარტია “ლელო” პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღიდან საუბრობდა:

“შერიგების იდეას “ლელო” აყენებდა პირველივე დღიდან, როდესაც მოვედით პოლიტიკაში. ეს არ გულისხმობს, რომ ერთმა მხარემ მეორეს შეუნდოს. ორივე ძალას გააჩნია თავისი პრობლემები, შედეგი დადგება მხოლოდ კოალიციური მთავრობის შექმნის და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების პირობებში. ყველა ძალის გადატვირთვა უნდა მოხდეს და ვთქვათ, რომ ვიწყებთ ახალი საქართველოს მშენებლობას. რიგგარეშე არჩევნები იქნება ძალაში არამხოლოდ იმის გამო, რომ “ქართულმა ოცნებამ” გააყალბა არჩევნები, არამედ იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს.” – ამბობს ხაზარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები