LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ბიზნესი, ფაქტობრივად, ეკონომიკის პარაზიტად იქცა და ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონს, კიდევ უფრო მეტად ამძიმებს – აფბა აზარტულ თამაშებზე

67
iStock-000054574482-Large-800x588

აფბა მრავალი წელია აქტიურად სწავლობს აზარტული თამაშების სექტორს და მისგან მომდინარე უამრავ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემას, რომელმაც ბოლო წლებში განსაკუთრებით საგანგაშო სახე მიიღო. ეს ბიზნესი, ფაქტობრივად, ეკონომიკის პარაზიტად იქცა და ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონს, კიდევ უფრო მეტად ამძიმებს, – ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ ავრცელებს.

ორგანიზაცია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, ონლაინ აზარტული თამაშებისა რეგულირებასთან დაკავშირებით მიესალმება, თუმცა, ამავდროულად, მოუწოდებს ხელისუფლებას ამ სექტორის სრულად აკრძალვისგან თავი შეიკავოს, ვინაიდან აკრძალვა ვერ იქნება გამოსავალი.

„აფბა წლებია ითხოვს სათამაშო ბიზნესის, განსაკუთრებით ონლაინ კაზინოების რეგულირებას. ორგანიზაცია ჩართული იყო ბოლო ორი საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებაში, რომელიც აზარტული თამაშების რეგულირებას გულისხმობდა, თუმცა, სამწუხაროდ, პარლამენტმა ორივე ინიციატივა ჩააგდო. პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ იმედს ვიტოვებთ, რომ ასეთი რამ აღარ მოხდება და ერთხელ და სამუდამოდ კონტროლს დაექვემდებარება ონლაინ კაზინოები, ისე როგორც ეს ხდება ყველა განვითარებულ ქვეყანაში.

თუმცა, ასევე მიგვაჩნია, რომ ინიციატივა ონლაინ კაზინოების სრულად აკრძალვასთან დაკავშირებით ნაჩქარევია და მხოლოდ საზოგადოებისგან კეთილგანწყობის მიღებას ისახავს მიზნად. აკრძალვა ამ შემთხვევაში ვერ იქნება გამოსავალი. საჭიროა სწორი და ეფექტური რეგულირების მექანიზმების შემუშავება, რომელიც ერთი მხრივ გაზრდის ამ სექტორისგან ბიუჯეტში შეტანილ თანხებს, ხოლო მეორე მხრივ შეამცირებს მოთამაშეების რაოდენობას, რაც წლიდან წლამდე იზრდება ქვეყანაში. სწორი რეგულირების პირობებში ონლაინ თამაშების მასშტაბები თავისთავად შემცირდება“, – აცხადებენ აფბა-ში.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდას, რეკლამის აკრძალვას და ბარიერის 25 წლამდე აწევას გეგმავს.

ონლაინ აზარტული კომპანიების დარეგულირებასთან დაკავშირებით, ისეთ რიცხვებს „აბრახუნებენ”, საერთოდ საკითხთან კავშირი რომ არ აქვს – პაატა ბაირახტარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები