LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ჩემი შრომით მოპოვებულია.. დიდი ხნის განმავლობაში არ გვქონდა სახლი“ – როგორ გამოიყურება ბაბი კირკიტაძის კომფორტული “თავშესაფარი” დიღომში

48448
BeFunky-collage (8)

ჟურნალი „შინ“ მომღერალ ბაბი კირკიტაძის ახალი სახლის ფოტოებსა და ინტერვიუს გვთავაზობს.

როგორც ირკვევა, ტელეწამყვანი ოჯახთან ერთად დიდ დიღომში, ახალაშენებულ კორპუსში სულ რაღაც ორი თვის წინ გადავიდა.

მომღერალი ამბობს, რომ ბინის რემონტი მთლიანად დედამ, ქალბატონმა ინგა ოდიკაძემ იტვირთა. მაქსიმალურად ეცადა, შვილებისთვის მყუდრო გარემო და მშვიდი თავშესაფარი შეექმნა, რაც ნამდვილად გამოუვიდა.

“სულ ახალახან დავასრულეთ ამ სახლის რემონტი. 17 დეკემბერს გადმოვედით საცხოვრებლად. ჩემი შრომით მოპოვებული სახლია და ეს ძალიან მახარებს. პატარა ფართია, თითქოს ახლა ვგრძნობ, რომ სივრცე არ გვყოფნის, მაგრამ ინტერიერი ძალიან მოგვწონს და შეგვიყვარდა.

– ძალიან დატვირთული რეჟიმი გაქვთ, დღის დიდ ნაწილს გადაღებებზე და ჩაწერებზე ატარებთ, როგორ შეძელით რემონტის გაკეთება?

– რასაც აქ ხედავთ, ყველაფერი დედაჩემის ძალისხმევით არის გაკეთებული. შავი სამუშაოდან დაწყებული, ინტერიერის დიზაინით დასრულებული, ყველაფერმა მის ხელში გაიარა.

– საცხოვრებელი ადგილი რის მიხედვით შეარჩიეთ, რატომ მიანიჭეთ ამ სახლს უპირატესობა?

– რა თქმა უნდა, საცხოვრებელ ადგილს, უბანს დიდი მნიშვნელობა აქვს. მეც ბევრი რამის გათვალისწინებით ვარჩევდი. უპირველესად მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემს სამსახურთან ახლოს ყოფილიყო და ასეც მოხდა. გზაში დიდ დროს არ ვკარგავ. ამასთან, მყუდრო ადგილია, არ გვაწუხებს ხმაური. მოგეხსენებათ, კვლევების თანახმად, თბილისში ყველაზე სუფთა ადგილი დიდი დიღომია. მშენებელობის ხარისხს რაც შეეხება, ვენდობოდი მშენებლებს, რადგან ჩემი მეგობრები აშენებდნენ და მათი დიდი დახმარებით შევიძინე ეს ბინა.

– ბაბი, როცა საბოლოო შედეგი ნახეთ, რა რეაქცია გქონდათ?

– ძალიან მომეწონა. ზოგადად, ყოველთვის ვენდობი დედაჩემს და მის გემოვნებას. ახლობლებიც რომ მოდიან, სულ აღნიშნავენ, რომ ლამაზი სახლი გამოვიდა და დედაჩემის გემოვნებას უსვამენ ხაზს. ფერები, ავეჯი, განათება, დეკორაცია – ყველაფერი გემოვნებით შეუხამა ერთმანეთს. ერთადერთი, რაც ამ სახლში ჩემი გემოვნებით არის შერჩეული, ჩემი ოთახის შპალერია. თუმცა დღემდე მსაყვედურობს დედა, რომ ფერების სინთეზი დავურღვიე.

– გამორჩეული ადგილი თუ გაქვთ, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობთ?

– აი, კარს რომ ვაღებ და ზღურბლს გადმოვაბიჯებ, უკვე ჩემი კომფორტის ზონაში ვარ. იმდენად ქაოსური, აქტიური და დამღლელია ჩემი სამუშაო დღე, რომ სახლი არის ჩემი თავშესაფარი, სადაც ყველაზე უკეთ ვისვენებ, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ოთახში ვარ. ასევე, უდიდესი კომფორტია ჩემთვის, როცა სახლში გელოდება მზრუნველი დედა. დაღლილს უგემრიელეს კერძებს მახვედრებს და ზურნავს ჩემს სასიამოვნო დასვენებაზე. ეს ფუფუნება ბევრს არ აქვს. ამასთან, დილით ყოველთვის დედა მაღვიძებს, უგემრიელესი ყავით მიმასპინძლდება და მაცილებს სამსახურში. მეც სასიამოვნო განწყობით, ხალისით ვიწყებ დღეს. ის, როგორიც ეკრანზე ვჩანვარ, დედაჩემის დამსახურებაა.

– არის ეს თქვენი ოცნების სახლი?

– ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში არ გვქონდა სახლი, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენი საოცნებო სახლია, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ. მინდა, უფრო დიდი სახლი მქონდეს და უფლის წყალობით, დარწმუნებული ვარ, კიდევ მომეცემა ყიდვის საშუალება და ამ შემთხვევაშიც დედას მივანდობ რემონტის საკითხს. სანამ დედაჩემი არსებობს ამ ქვეყანაზე, მე არაფერში ჩავერევი, დაე, გაარემონტოს მან (იღიმის).

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები