LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს გლობალური ეკოლოგიური კატასტროფაა” – ქუვეითში მსოფლიოში საბურავების ყველაზე დიდი ნაგავსაყრელი იწვის

1455
1

ქუვეითში, მსოფლიოში საბურავების ყველაზე დიდი ნაგავსაყრელი იწვის.

ინფორმაცია და ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, მოვლენა კი საზოგადოების მხრიდან უკვე შეფასდა, როგორც გლობალური ეკოლოგიური კატასტროფა და უდიდესი ტოქსიკური საფრთხე.

“ქუვეითში საბურავების მსოფლიოში ყველაზე დიდი სასაფლაო იწვის, ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა საფრთხეს შეიცავს ის კლიმატის ცვლილებისა და დაბინძურების თვალსაზრისით.” – წერს Insider Paper.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქუვეითში, ალ სულაიბიას საბურავების ნაგავსაყრელზე ხანძარი გუშინ დაიწყო, ერთი დღით ადრე კი ქუვეითის გარემოს დაცვის საზოგადოებრივმა სამსახურმა, ნარჩენის გადამუშავებისა და ტერიტორიის გასუფთავების გეგმა წარადგინა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე სულ მცირე, 52 მილიონი საბურავია.

აქ ხშირია ხანძრები, მაგალითად, ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა მიმდინარე წლის მარტშიც, ცეცხლი 3 000 კვადრატული მეტრის ფართობზე გავრცელდა, კვამლის დანახვა კი კოსმოსიდან იყო შესაძლებელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები