LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს იყო აგრესიული კვლევა და ასევე გამოკვლეული იყო ბოლნისის ყველა კონტაქტი, ამიტომაცაა 25-ით გაზრდილი – მარინა ეზუგბაია

329
unnamed (1)

“გუშინდელი დღე იყო ისეთი, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან დიდი რაოდენობით კვლევა ჩატარდა”,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს იყო აგრესიული კვლევა და ასევე გამოკვლეული იყო ბოლნისის ყველა კონტაქტი.

“გუშინდელი დღე იყო ისეთი, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან დიდი რაოდენობით კვლევა ჩატარდა. ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგები და პლუს ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა. ერთდროულად იყო ჩატარებული მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით. ეს 25 დადასტურებული ახალი შემთხვევა ასეთი ჯამური მონაცემის შედეგია. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში ასეთი აგრესიული კვლევის გარეშე ჩატარდება კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება. დინამიკაში დავაკვირდებით ყველაფერს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 25-ით არის გაზრდილი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 456 გახდა. გამოჯანმრთელებულია 132 პაციენტი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები