LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს პრეზიდენტის აზრია და მე ამ აზრს ვიზიარებ” – რას აცხადებს ანა დოლიძე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ

90
untitled-design-2021-12-17t154202.950-2021-12-17-15-42-10-861554

პრეზიდენტის აზრი არის და მე ამ აზრს ვიზიარებ, რომ ეროვნული თანხმობა იყოს საზოგადოების ჩართულობით და საზოგადოებასთან ერთად იქნებ გადავლახოთ ის წუხილი, ის დაპირისპირება, ბრაზი, რომელიც ჩვენ, როგორც საზოგადოების წევრებს ერთმანეთის მიმართ გვაქვს ძალიან ბევრი წელია, – განაცხადა პარტია „ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

“მოდით, ვთქვათ სიმართლე, „ქართული ოცნება” ჩვენს ქვეყანას მართავს ბრაზის და სიძულვილის მეშვეობით იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც უკმაყოფილებები ქვეყანაში არსებობს. იმის მაგივრად, რომ ეს გადალახოს, ამას პოლიტიკურად იყენებს ხელისუფლება”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, მას შერიგების პროცესი წარმოუდგენია პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან და პოლიტიზირებულ უსაფრთხოების სამსახურთან სისტემურად გამკლავებით.

„იმისთვის, რომ სისტემურად გამოვძვრეთ ჩვენ იმ პრობლემიდან, რასაც ჰქვია პოლიტიკური მართლმსაჯულება, ჩვენ ის უნდა დავამარცხოთ სისტემურად. დღეს ერთ პატიმარს გამოუშვებენ, ხვალ მეორეს დაიჭერენ, ზეგ მესამეს. 30 წელია ასე ვართ, არავის მოუნდომებია, ის დაემარცხებინა სისტემურად.

თუ ეს იქნება შერიგების პროცესი, მე ეს წარმომიდგენია როგორც პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან, მათ შორის, პოლიტიზირებულ უსაფრთხოების სამსახურებთან, მათ შორის, სისტემურად გამკლავების პროცესი. ეს იდეა დაყენებული მაქვს ძალიან დიდი ხანია.

კონკრეტულად რაც არ უნდა მნიშვნელოვანი პატიმარი იყოს, ის გამოვა დღეს, ჩვენ არანაირი გარანტია არ გვაქვს, რომ ჩვენი სასამართლო არ დაიჭერს ვინმეს ხვალ და ჩვენ თუ სისტემაზე არ ვისაუბრეთ, მაშინ გამოდის რომ ამ დაჭერებით უნდა გვმართოს ამ ხელისუფლებამ”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

დიალოგი პრეზიდენტმა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში დაიწყო.

“მაქვს განცდა, რომ მას ზუსტად ესმის, რა გამოწვევების წინაშეც ვდგავართ” – სამადაშვილი პრეზიდენტს შეხვდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g