LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს ქმედება ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ არის სადამსჯელო” -„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” „ოცნების” ახალ კანონპროექტზე

132
BeFunky-collage (16)

ეს ქმედება ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ არის სადამსჯელო და არა რაღაც სამართლებრივი ლოგიკური ნაბიჯი, – ასე აფასებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელი გიგი ჩინჩალაძე „ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ეხება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და უფასო სარეკლამო დროის გაუქმებას.

როგორც გიგი ჩინჩალაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ აღნიშნა, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ პარტიების მხრიდან ეს ინიციატივა აღქმული იქნება როგორც დასჯა. მანვე დასძინა, რომ სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებული ინიციატივა ხელს შეუშლის დაანონსებულ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდებს.

ეს არ არის პოლიტიკური პარტიების დასჯა: კობახიძე ოპოზიციას პასუხობს

“პარლამენტში მოხვედრა არასდროს უკავშირდებოდა დაფინანსებას. პარტიის არსებობა არ არის აუცილებლად დაკავშირებული საპარლამეტო ცხოვრებასთან. არასაპარლამენტო ცხოვრების შემთხვევაში გამოდის, რომ პირდაპირ ართმევენ დაფინანსების მოპოვების უფლებას, რაც წლების განმავლობაში აქვთ. საკითხს ცალკეული პარტიების თვალსაზრისით არ უნდა შევხედოთ, არამედ მთელი პოლიტიკური სპექტრის სურათით.

საქართველოში, რომელიც არის ღარიბი და კერძო შემოწირულობები ძალიან შორს არის სიჯანსაღისგან, მას ძირითადად იღებს სახელისუფლებო პარტია. კერძო ბიზნეს ძალიან დიდი სიმამაცე სჭირდება, რომ ოპოზიციურ სპექტრს შეწიროს თანხა.

როდესაც სახელმწიფო დაფინანსებას შეუწყვეტს პარტიას მისი იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო, რომლის სრული კონსტიტუციური უფლებაც მას გააჩნია, ეს ნიშნავს, რომ იკვეთება არა რაღაც სამართლებრივი ლოგიკა, არამედ პოლიტიკური მიზანი, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პარტიები დასუსტდეს. ისედაც არაკონკურენტული გარემოს გაღრმავება, ვგულისხმობ, პირველ რიგში, ფინანსურ გარემოს, სადაც ნებისმიერი მმართველი პარტიის შემოსავალი რამდენჯერმე აღემატება ოპოზიციური პარტიების შემოსავლებს.

ხელისუფლების რიტორიკა აღიქმება როგორც მუქარა ოპოზიციური პარტიების მისამართით - რა განცხადებას ავრცელებს არასამთავრობო სექტორი

სამოქალაქო სექტორი აღნიშნულ ინიციატივას, პროტესტის გამო სანქციების დაწესებას უწოდებს.

თუ ეს კანონი იქნა მიღებული, ეს უფსკრული კიდევ უფრო გაღრმავდება და მივიღებთ იმას, რომ ფინანსური დამოუკიდებლობა თითქმის არც ერთ არასახელისუფლებო პარტიას აღარ დარჩება, რაც კიდევ უფრო კონფორტულ მდგომარეობაში ჩააყენებს ნებისმიერ სახელისუფლებო პარტიას, ვინც ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში მოვა.

ეს ქმედება ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ არის სადამსჯელო ქმედება და არა რაღაც სამართლებრივი ლოგიკური ნაბიჯი, შესაბამისად, როდესაც ამისთვის იყენებ კანონს, ცხადია, ეს იქნება აღქმული პარტიის მიერ როგორც დასჯა და ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. ეს კი ხელს შეუშლის მოლაპარაკებებს, რომელიც მიმდინარეობს.”- განაცხადა “ფორტუნასთან” გიგი ჩინჩალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები