ეს არ არის პოლიტიკური პარტიების დასჯა, დაფინანსებას და უფასო საეთერო დროს იღებენ იმისათვის, რომ ისინი სრულფასოვნად იყვნენ ჩართულები დემოკრატიულ პროცესში, – ამის შსესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც “პარტია ამაზე ამბობს უარს და უპირისპირდება მთავარ ინსტიტუტს-პარლამენტს, ასეთ შემთხვევაში, კობახიძის შეფასებით, ის არ უნდა სარგებლობდეს იმ პრივილეგიებით, რომელიც ამ დემოკრატიულ პროცესთანაა დაკავშირებული.”
“პარტიის მხრიდან ამ განცხადების გაკეთება საჩქარო იყო იმისათვის, რომ ჩვენ უკუძალით არ აგვემოქმედებინა გარკვეული რეგულაციები. ჯერ კიდევ რჩება ამ კანონპროექტების მიღების შემდეგ, ოპოზიციას იმის შანსი, რომ შემოვიდეს პარლამენტის სხდომაზე და ამ შემთხვევაში ისინი თავიდან აირიდებენ იმ რეაგირებას, რაც აისახება კანონში. თუ პოლიტიკურ პარტიას სურს, რომ შეინარჩუნოს დაფინანსება და უფასო საეთერო დრო, ამ შემთხვევაში მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ რომ იმოქმედონ შესაბამისად. წლის ბოლომდე თუ შემოვა, შემდეგ ერთი წლით აღარ შეუჩერდება. რამდენიმე სხდომა ჯერ კიდევ წინაა.”- განაცხადა კობახიძემ.