LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „ნამდვილად საჭიროა ჩვენი იდენტობის წინააღმდეგ კოორდინირებულ შეტევაზე რეაგირება, თუ ამისთვის საჭირო იქნება კანონის მიღება, ამაზეც შეგვიძლია მსჯელობა“

110
ირაკლი კობახიძე

„ნამდვილად საჭიროა ჩვენი იდენტობის წინააღმდეგ კოორდინირებულ შეტევაზე რეაგირება, ყველა ზომა უნდა მივიღოთ იმისთვის, რომ ასეთ პროცესებს დავუპირისპირდეთ და თუ ამისთვის საჭირო იქნება კანონის მიღება, ამაზეც შეგვიძლია მსჯელობა“, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა.

დაფუძნდა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიზნით საკანონმდებლო ბაზის მომზადებას ითხოვს

მისი სიტყვებით, „ვინც კანონის მიღება გააპროტესტა, სწორედ ისინი თესავენ ქვეყნის გარედან და შიგნიდან სიძულვილს და აგრესიას“.

„ჩვენ კანონპროექტზე ჯერ არ გვიმსჯელია. შემიძლია ერთადერთი რამ გითხრათ – ნამდვილად საჭიროა ჩვენი იდენტობის წინააღმდეგ კოორდინირებულ შეტევაზე რეაგირება.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის სიძულვილის ხელოვნურად თავს მოხვევა არ დავუშვათ. ამისთვის შესაბამისი კანონები მივიღეთ. იცით, რომ ესეც კი გააპროტესტეს – კანონი, რომელიც საზოგადოებისთვის სიძულვილის თავიდან არიდებას ემსახურება, ესეც ღიად გააპროტესტეს და იმის ღიად თქმას არ მოერიდნენ, რომ სიძულვილს ისინი თესავენ. ვინც კანონის მიღება გააპროტესტა სწორედ ისინი თესავენ ქვეყნის გარედან და შიგნიდან სიძულვილს და აგრესიას.

რაც შეეხება კონკრეტულად წმინდანების, ჩვენი დიდი მეფეების და საზოგადო მოღვაწეების შეურაცხყოფას, ესეც დაკვეთილი კოორდინირებული ქმედებათა ჯაჭვია. ესენი უბრალოდ უნიჭო ადამიანები არ არიან. არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ დაკვეთას ასრულებენ. მათი დაკვეთის არსი მარტივია – მათ ჩვენი ეროვნული იდენტობის შესუსტება უნდა სცადონ! ამისთვის აკეთებენ ამ ყველაფერს. ყველა ზომა უნდა მივიღოთ იმისთვის, რომ ასეთ პროცესებს დავუპირისპირდეთ, თუ ამისთვის საჭირო იქნება კანონის მიღება, ამაზეც შეგვიძლია მსჯელობა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, 30 ივლისს, შეიქმნა ახალი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული იდენტობის, ეროვნულ ერთობისა და სამოქალაქო მშვიდობის დასაცავად შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას ითხოვს.

ამასთან, MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა მოძრაობა, რომელიც მისი თქმით, „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის მიზნით შეიქმნა“.

MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილი – „ჩემი ქვეყნისთვის, მართლმადიდებლობისთვის მზად ვარ, ციხეში კი არ წავიდე, სიცოცხლეც შევწირო, ონისე ოქრიაშვილი კი ბინძურ რამეს ემსახურება – ეკლესიაზე ხუმრობა ხუმრობა არ არის“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები