LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს საქართველოს მთავრობის ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია, მთავრობას მოვუწოდებ, თავი დაანებოს ამ დრამატულ მოქმედებას” – ადამ კინზინგერი

182
kinzinger.jpeg

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განვითარებულ მოვლებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„პირდაპირ ეთერში ვუყურე ამ თავდასხმას. მე, როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ძალიან შეშფოთებული ვარ. ახლახანს წარვადგინეთ საქართველოს მხარდაჭერის აქტი, ეს არ არის რაღაც ავტომატური. ეს საქართველოს მთავრობის ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია. დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, მთავრობას მოვუწოდებ, თავი დაანებოს ამ დრამატულ მოქმედებას. ჩვენ ყველანი თვალყურს ვადევნებთ.”-წერს ადამ კინზინგერი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g