LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს შეკვეთილი მკვლელობაა, მინდა დამკვეთს მივმართო…” – რას ჰყვება თბილისში მოკლული 25 წლის ანასტასია შატალოვას მამა

567
BeFunky-collage (16)

“ეს არის შეკვეთილი მკვლელობა…მინდა დამკვეთს მივმართო – მას აუცილებლად დააკავებენ,”-ამის შესახებ თბილისში მოკლული 25 წლის ქალის, ანასტასია შატალოვას მამა “რუსთავი 2”-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.

სერგეი შატალოვი ასევე ამბობს, რომ გამოძიების მიმდინარეობით კმაყოფილია და დარწმუნებულია, რომ მკვლელობის დამკვეთს მალე დაიჭერენ.

“ეს შეკვეთილი მკვლელობაა. სავარაუდოდ, გამოძიება უფრო მეტ დეტალს დაადგენს. არის დამნაშავეთა ჯაჭვი, რომლის შესახებაც გამოძიება ინფორმირებულია, მაგრამ იმისთვის, რომ სასამართლოს წინაშე წარსდგნენ, საჭიროა მტკიცებულებები, რომელიც გროვდება.

ქართველმა გამომძიებლებმა უმოკლეს ვადაში გამოიძიეს ეს საქმე და დააკავეს დამნაშავეები, მინდა ყველა პოლიციელს და გამომძიებელს ამისთვის მადლობა ვუთხრა. გამოძიება პროფესიონალურად მიდის.  . მე არ მინდა გამოძიებას ხელი შევუშალო და დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ, თუმცა, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც არაფერი იმალება და დამნაშავე აუცილებლად დაისჯება,”-აცხადებს სერგეი შატალოვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g