Puma-მ „მარსელის“ ახალი ფორმა წარადგინა, რომელშიც მარადონასაც ნახავთ და გემებსაც.
კომპანიამ ვიდეორგოლით „მარსელის“ 2018/19 წლების სეზონის საშინაო და საგარეო ფორმები აჩვენა.

ახალი ეკიპირების პრომო ძალიან ეფექტური გამოვიდა – ეს უბრალოდ უნდა ნახოთ. აქ არის ლეგენდარული მარადონა, რომელიც გემს მართავს და თავად გემები, ასევე არსებები, რომლებიც ძალიან გვანან „სამეფო კარის თამაშების“ თეთრ ხოდოკებს.

გასულ ჩემპიონატში „მარსელი“ მეოთხე ადგილზე გავიდა, ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა და ევროპა ლიგაზე მოხვდა. ამასთან, ფრანგები ევროპა ლიგის ფინალშიც გავიდნენ, სადაც უშანსოდ 0:3 წააგეს მადრიდის „ატლეტიკოსთან“.

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05