“ოკუპანტების უკანონო ქმედებები დამატებით სირთულეებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას”, –  სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი, გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელ  “facebook”-ში ეხმაურება.

აპატურაი წერს, რომ საქართველოში, სამხრეთ ოსეთის რეგიონში, სოფელ გუგუთიანთკარში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაახლეს ღობეების დამონტაჟება და გადაადგილება.

“ეს დამატებით სირთულეებს ჰქმნის, წყვეტს რა ხალხს საკუთარ მიწას, ოჯახსა და მეგობრებს. ამასთანავე ეს უკანონო ქმედებაა.

ნატო კვლავ ითხოვს ამ ქმედებების შეწყვეტას და გაუქმებას. ნატო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში”, – წერს აპატურაი.

 

The Russian-backed de-facto authorities in the South Ossetian region of Georgia have resumed installing and moving…

Posted by James Appathurai Official on ორშაბათი, 19 აგვისტო, 2019

ნათია ხარებაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები