LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ვაჟკაცი 33 წლის ბიჭი ივან ფიოდოროვია – მელიტოპოლის მერი, დიდი ალბათობით, ახლა აწამებენ – ნიკა მელია

551
FORTUNA.GE (11)

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მელიტოპოლის მერზე, ივან ფიოდოროვზე წერს, რომელიც რუს ოკუპანტებს 11 მარტიდან ჰყავთ გატაცებული.

„ეს ვაჟკაცი 33 წლის ბიჭი ივან ფიოდოროვია – მელიტოპოლის მერი.

ოკუპანტების მიერ აღებული ქალაქი არ დატოვა, საკუთარი თანამოქალაქეები გასაჭირში არ მიატოვა.
ფაშისტებმა მისივე კაბინეტიდან თავზე ტომარა ჩამოცმული გაიტაცეს და დიდი ალბათობით, ახლა აწამებენ, რომ მისგან კაპიტულანტური ვიდეო მიმართვა მიიღონ და უკრაინელი გმირი ხალხის სულისკვეთებაში ბზარის შეტანა ეცადონ.
დღეს თითოეული უკრაინელი, რომლებიც საკუთარ სამშობლოს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იცავენ, ივან ფიოდოროვია ❤️!
გამძლეობა მას !

გამძლეობა უკრაინელებს“ ! – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქალაქ მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი, რომელიც რუსმა აგრესორებმა 11 მარტს გაიტაცეს ცოცხალია.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსი ოკუპანტები, დატყვევებულ ივან ფიოდოროვს აწამებენ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ მელიტოპოლში რუსმა ოკუპანტებმა ახალი „მერი“ გალინა დანილჩენკო დანიშნეს. ის საკრებულოს დეპუტატია “ოპოზიციური ბლოკიდან”, – ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა “რია მელიტოპოლი” ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g