„მადლობა საქართველოს და თბილისს სოლიდარობისთვის და ესპანეთის მხარდაჭერისთვის“,- ასეთი შინაარსის პოსტი გამოქვეყნდა ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter-ის გვერდზე.

პოსტს თან ერთვის ესპანეთის დროშის ფერებში განათებული თბილისის ანძის ფოტოები.

ცნობისთვის, დღეს, 29 მარტს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების თანახმად ბოლო 24 საათში ესპანეთში 838 ადამიანი გარდაიცვალა. მზარდია ინფიცირებულთა რიცხვიც. ახალი კორონავირუსი ესპანეთში 78 797 ადამიანს აქვს დადასტურებული.

 

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05