ესპანეთში დღეს, 26 აპრილიდან 14 წლამდე ბავშვებს, მშობლის თანხლებით, ქუჩაში გასვლის უფლება მისცეს. ექვსკვირიანი კარანტინის შემდეგ ბავშვები ქუჩაში პირველად გავიდნენ.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, სალვადორ ილამ განაცხადა, რომ მთავრობა უახლოეს დროში გაავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად შორს შეეძლებათ მათ სახლიდან გასვლა.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, აუცილებელია, რომ ბავშვებს ნიღბები ეკეთოთ.
ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 288 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულთა ოდენობა კი, 1 729 ახალი შემთხვევით გაიზარდა.
სულ ქვეყნის მასშტაბით, ეპიდემიას 23 190 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ვირუსი 207 634 ადამიანს დაუდგინდა. ამ დროისთვის განკურნება შეძლო 98 732 პაციენტმა.
როდის დაიწყება ტურისტული სეზონი: საბერძნეთი, კვიპროსი, ხორვატია, ესპანეთი…