LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა

452
780-12392002-936679439753320-8425694370688217353-n-e1452592518606-660x3301

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ პაატა იმნაძემ განაცხადა. როგორ მან აღნიშნა, გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალია.

„არის ერთი ძალიან სამწუხარო ფაქტი, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მივიღეთ შეტყობინება, რომ ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამემამულე, ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჰქონდა ონკოლოგიური დაავადება და ამავე დროს, კორონავირუსი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ამჟამად კავშირშია, როგორც შესაბამის უწყებებთან ესპანეთში, ასევე ოჯახთან, რათა მაქსიმალურად მოხდეს ამ ოჯახის ყოველმხრივ დახმარება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე რამდენიმე დღის წინ დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g