LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესტონეთი მკაცრად გმობს ოპოზიციური პარტიის ოფისზე ძალადობრივი შტურმის მიტანას

44
estoneti-w-h

ესტონეთი მკაცრად გმობს ოპოზიციური პარტიის ოფისზე ძალადობრივი შტურმის მიტანას. ამის შესახებ განცხადებას, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ესტონეთი მკაცრად გმობს ოპოზიციური პარტიის ოფისის ძალადობრივი შტურმით აღებას და პოლიტიკური სიტუაციის ესკალაციას თბილისში. მოვუწოდებთ მთავრობასა და ოპოზიციას, თავი შეიკავონ და დაუბრუნდნენ პოლიტიკურ დიალოგს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები მომავლისთვის.”-აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე- აშშ-ს საელჩო

“რაც საქართველოში დღეს მოხდა, ძალიან შემაშფოთებელია, პირველი, ვინც ამით ზარალდება, ქართველი ხალხია” – ანდერს ფოგ რასმუსენი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები