LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესტონეთში დამსაქმებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ვაქცინაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, თანამშრომელი გაათავისუფლონ

104
1

ესტონეთში, დამსაქმებლებს უფლება ექნებათ, თანამშრომლებს ვაქცინაციის, ასევე უარყოფითი ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი სამსახურიდან გაათავისუფლონ.

პრინციპული შეთანხმება მთავრობის სხდომაზე შედგა. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ეს უკავშირდება იმ დასაქმებულებს, რომლებიც უფრო მაღალ რისკისშემცველ პოზიციებზე მუშაობენ.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ მაშინ, როდესაც კოვიდ-19 ფართოდაა გავრცელებული, სამუშაო ადგილებზე, სადაც თანამშრომელს 50-ზე მეტ ადამიანთან აქვს კონტაქტი, ითვლება რისკისმატარებლად, სწორედ აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია შემოწმება, აქვთ თუ არა მათ ვაქცინა გაკეთებული, ან აქვთ თუ არა ტესტის უარყოფითი პასუხი.” – აცხადებს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ტანელ კიიკი.

თუმცა ლიმიტი არ არის 50 ადამიანთან კონტაქტი. ესტონეთის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ შესაძლოა მოთხოვნები კიდევ უფრო გაიზარდოს და მაშინ, როდესაც სოციალურ კეთილდღეობაზე ვსაუბრობთ, უფრო მკაცრი ზომებიც იყოს გამართლებული.