LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ტერიტორიაზე ციფრული კოვიდსერტიფიკატების მოქმედების ვადად ცხრა თვე განისაზღვრა

135
P051282-46559-scaled

ევროკომისიის მიერ დამტკიცდა ახალი წესები, რომლის მიხედვით, ციფრული კოვიდსერტიფიკატის მოქმედების ვადად 9 თვე (270 დღე) განისაზღვრა.

გადაწყვეტილება ითვალისწინებს დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის რეკომენდაციებს, რომლის მიხედვით, გამაძლიერებელი დოზები რეკომენდებულია პირველი ვაქცინაციის ციკლის დასრულებიდან არაუგვიანეს ექვსი თვის შემდეგ.

როგორც ევროკომისიაში აღნიშნავენ, ვაქცინაციის სერტიფიკატების მოქმედების მკაფიო და ერთიანი პერიოდი იმას უზრუნველყოფს, რომ მოგზაურობის ორგანიზება კოორდინირებული იყოს.

ახალი წესები ევროკავშირის 27 ქვეყანაში 2022 წლის პირველი თებერვლიდან შევა ძალაში. ეროვნულ დონეზე სერტიფიკატების გამოყენების სხვადასხვა წესის შემოღებისას, წევრი სახელმწიფოები ვალდებული არიან, საკუთარი წესები ევროკომისიის ამ წესს შეუსაბამონ. ევროკომისიის მიერ მიღებული წესები ვრცელდება მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები