LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროპარლამენტარების ძირითადი გზავნილია, რომ ფასადური რეფორმებით და ცვლილებებით ევროკავშირში ინტეგრაცია ვერ მოხდება“: ოპოზიციის ლიდერები ევროპარლამენტარებს შეხვდნენ

133
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (2)

ევროპარლამენტარების ძირითადი გზავნილია, რომ ფასადური რეფორმებით და ფასადური ცვლილებებით ევროკავშირში ინტეგრაცია ვერ მოხდება, ამიტომ საჭიროა რეალური რეფორმები „ქართული ოცნების” მხრიდან – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროპარლამენტში უნგრეთის, რუმინეთისა და დანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ევროპარლამენტარებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრნენ, განსაკუთრებით კი ხაზი გაესვა რუსულ კანონთან დაკავშირებულ საკითხს და საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებს.

“შევხვდით ევროპარლამენტის წევრებს, რენიუს პოლიტიკური ჯგუფიდან, რომლებიც წარმოადგენენ უნგრეთს, რუმინეთს და დანიას ევროპარლამენტში.

ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, განსაკუთრებით ხაზი გაესვა რუსულ კანონთან დაკავშირებულ საკითხს და საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებს.

ევროპარლამენტარების ძირითადი გზავნილია, რომ ფასადური რეფორმებით და ფასადური ცვლილებებით ევროკავშირში ინტეგრაცია ვერ მოხდება, ამიტომ საჭიროა რეალური რეფორმები „ქართული ოცნების” მხრიდან!

მეორე, მნიშვნელოვანი საკითხი იყო ის, რომ ყველამ დაინახა, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ევროკავშირის წევრობას და განსხვავებით ხელისუფლებისგან, მომართულია ევროპისკენ.

და კიდევ ერთი დასკვნა, „ქართული ოცნება” არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და არ არის მოტივირებული, წაიყვანოს ქვეყანა ევროპისკენ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები